ინფორმაცია VIII, IX, X და XI კლასების მისაღები გამოცდების ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ!
- 22 ივლისი, 2026
ძვირფასო მშობლებო და მოსწავლეებო!
შეგახსენებთ:
23 ივლისს ჩატარდება მე-8 კლასში მისაღები გამოცდა.
24 ივლისს ჩატარდება მე-9, მე-10 და მე-11 კლასებში მისაღები გამოცდა.
ორივე დღეს გამოცდა ჩატარდება კომაროვის სკოლაში (ვაჟა-ფშაველას N49)
⏰ ორივე დღეს გამოცდაზე რეგისტრაცია დაიწყება 08:00 საათიდან
✍️ გამოცდა დაიწყება: 09:00 საათზე
მოსწავლეებს თან უნდა ჰქონდეთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ან პირადობის მოწმობა ან პასპორტი ან სკოლის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა)
კომაროვის სკოლა გისურვებთ წარმატებას!
